საერთაშორისო დამკვირვებელი: საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი. შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე

საერთაშორისო დამკვირვებელი

საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი, შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა საფრანგეთიდან ალენ ჟან მარი ავრილიმ.

მისი თქმით, საარჩევნო პროცესი ფანტასტიკურად არის ორგანიზებული.

„საკმაოდ შთამბეჭდავი არის ჩემთვის ეს პროცესი. მე საფრანგეთიდან ვარ და იქ გვაქვს ასეთი სრულყოფილი, ორგანიზებული პროცედურა. თქვენ ამომრჩევლების სრული სია გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კი დავუშვათ გარდაცვლილი პირის სახელით ეცდება ვინმე ხმის მიცემას ეს მარტივად ამოსაცნობია. შიგნით ბევრი ადამიანია ვინც ყველაფერს აკონტროლებს. ელექტრო მოწყობილობები დალუქულია. მართლაც ფანტასტიკური ვითარებაა. არის ვიდეო კამერა, რომელიც ყველაფერს იღებს. შეუძლებელია, რომ რაიმე არასწორი მოხდეს ამ საარჩევნო უბნებზე. წინასაარჩევნო პროცესზე, რაც ყველაზე უცნაური არის ევროკავშირის განცხადებაა, რომ ვიზა დაგჭირდებათო შენგენის ზონაში. ვფიქრობ ასეთი რამ არ არის დემოკრატიული წინასაარჩევნო პროცესისთვის. თუმცა როცა საქმე ეხება აქ, ადგილზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესს სრულყოფილად დემოკრატიულად არის ორგანიზებული“, - განაცხადა ალენ ჟან მარი ავრილიმ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.

საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.

4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.