ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920
პროცესი მიდის შეუფერხებლად, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ევროპარლამენტის წევრი ადნრაშ ლასლომ, რომელიც საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება.
„საარჩევნო უბნებზე გახსნამდე მოვედით, რომ შეგვემოწმებინა მათი მზადყოფნა არჩევნებისთვის. ხალხის მოსვლის დროს აქ უკვე იყო პერსონალი, ადგილზე არიან დამკვირვებლები. პროცესი მიდის შეუფერხებლად. გარანტირებულია ხმის მიცემის ფარულობა. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს არჩევანს, თუ როგორ უნდა იმუშაონ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და რომელი კანდიდატები უნდა პროგრესირებდნენ მომავალში“, - განაცხადა ლასლომ.
საარჩევნო პროცესს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაციის დამკვირვებლები აკვირდებიან, ასევე პროცესს აშუქებს 73 მედიასაშუალების ათასამდე წარმომადგენელი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები ოთხი წლის ვადით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერს აირჩევენ.
საკრებულოს არჩევნები ტარდება მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემების საფუძველზე.
4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 საკრებულოს 2 058 წევრს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით და 64 მერს.
ავარია რიკოთზე - არის მსხვერპლი
1759566920