მოსკოვში აცხადებენ, რომ მიიღეს ცხრა ქვეყნის დასტური, რომ მათ BRICS-ის პარტნიორობა სურთ
1734977561
ოპოზიციას ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი არ აქვს, მათი ერთადერთი სათქმელი არის ის, რომ გაწბილებული არიან, რადგან ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიუჩინა არჩევნებზე მათი ოპოზიციური ადგილი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე დღეებში გამართულ პროტესტს სინამდვილეში შინაარსი არ აქვს.
„ზოგადად, ამ საკითხების წამოწევა ერთ რამეს ადასტურებს, მიმდინარე დღეებში გამართულ პროტესტს სინამდვილეში შინაარსი არ აქვს. ეს იყო მხოლოდ საბაბი, როცა ვხედავთ ხმაურს, თითქოს, ევროპასთან დაკავშირებულ ხმაურს, ეს მხოლოდ საბაბია. სინამდვილეში, ამის უკან დგას ლუსტრაცია წაგებული არჩევნების გამო. ამიტომაცაა, ამ აქციებზე ვერ ვხედავდით გამომსვლელებს, მიმართვებს. რატომ? იმიტომ რომ, სათქმელი არაფერი აქვთ. სწორედ ამიტომ დაემალნენ დებატებს, რადგან, როგორც კი ყვირილი ჩაცხრება და იწყებენ საუბარს, ხვდებიან, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით სათქმელი საერთოდ არაფერი არ აქვთ და მათი ერთადერთი სათქმელი არის ის, რომ, ისინი გაწბილებული არიან, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიუჩინა მათ არჩევნებზე მათი ოპოზიციური ადგილი. შესაბამისად, ესაა მათი მთავარი სატკივარი, თუ საზრუნავი. აქედან გამომდინარე, მთავარი, რაც მათ სურდათ არის, რომ ჩაეშალათ ეს არჩევნები, მაგრამ ამას ვერ მიაღწიეს“, – განცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი გადაირჩია იმ თანამდებობიდან, რომელიც მას უკავია.
„სადაური წესია, ჩაატარო არჩევნები და ამის შემდეგ არ აღიარო, არ გინდოდეს ხალხის არჩევანის მიღება. ვის ეუბნებიან, ამას ეუბნება საქართველოს 1 120 000 მოქალაქეს ქალბატონი სალომე. თავადაც ხომ იდგა ამ არჩევნებზე, საკუთარი თავი შემოიყვანა პოლიტიკაში. გუშინ ძალიან კარგი ციტატა წაუკითხა საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანმა, რომელიც მან ვერც კი გაიხსენა, რომ მისივე სიტყვები იყო. საკუთარივე სიტყვებით ამხილა იმ ღალატში, რაც მან ჩაიდინა პრეზიდენტის ინსტიტუტთან მიმართებაში. შესაბამისად, ვის არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს, 1 120 000 ამომრჩევლის მანდატით არჩეულ პრეზიდენტს? მან თავად დააყენა თავისი თავი ამ არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი გადაირჩია იმ თანამდებობიდან, რომელიც მას უკავია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.