დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ევროპის საბჭოს ასამბლეამ რამდენიმე წუთის წინ, უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე, კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას საქართველოს დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი.
რეზოლუციით, რომლის სახელწოდებაცაა: „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის სამართლებრივი და ადამიანის უფლებათა ასპექტები“ ასამბლეა მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესია, მისი ხასიათის, მასშტაბისა და სიმძიმის გათვალისწინებით, წარმოადგენს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების აშკარა დარღვევას.
„საქართველოს დელეგაციამ ერთხმად დაუჭირა მხარი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პოლარიზაციის და დაპირისპირების ფონზე რაც ქვეყანაშია ოპოზიციას და მმართველ პარტიას შორის რომ ქვეყნის გარეთ, უკრაინასთან მიმართებაში პოზიციები, როგორც წესით თანხვედრაშია. უნდა გვახსოვდეს, რომ რა თქმა უნდა, უკრაინის საკითხი აქაც, სტრასბურგშიც არის და რეიკიავიკშიც იქნება მთავარი და წამყვანი საკითხი, მაგრამ სადაც არის უკრაინაზე საუბარი, უნდა იყოს საუბარი საქართველოზეც და არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ დავიწყებას მიეცეს 2008 წელს საქართველოში რუსეთის მიერ განხორციელებული ფართომასშტაბიანი აგრესია,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ასამბლეა სრულად გმობს ამ დანაშაულებს, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა ჩამდენი პასუხისგებაში იქნება მიცემული იქნება და რომ ასეთი დანაშაულების დაუსჯელობა მიუღებელია.
ასამბლეა ერთსულოვნად მოუწოდებს ევროპის საბჭოს წევრ და დამკვირვებელ სახელმწიფოებს, შექმნან სპეციალური საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაზე.
ევროპის საბჭოს ასამბლეის ზამთრის სესია სტრასბურგში მიმდინარეობს. ქართული დელეგაცია ზამთრის სესიაში აქტიურ მონაწილეობა იღებს.