,,სად ვისვენებ? - აგერ, პარლამენტში დავდივარ და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან" - რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ რიგგარრეშე სესია მოიწვიოს, რათა დაჩქარდეს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება.

„პრეზიდენტი ვალდებულია, სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება რიგგარეშე სესიის მოწვევის შესახებ და ამით ხელი შეუწყოს ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების დაწყებას. არის კიდევ ერთი სულელური განცხადება: თურმე, რატომ უნდა მოიწვიონ სხდომა, როცა ოპოზიცია სადღაც ისვენებს, სად ვისვენებ? აგერ დავდივარ პარლამენტში და ერთი თვეა ვიხვეწები, სხდომათა დარბაზის კარს ურდული მოხსნან. გამოიტანონ განსახილველად საკითხები, რაც კენჭისყრას საჭიროებს და გადადგან ერთი ნაბიჯი რეკომენდაციების შესრულების დასაჩქარებლად”, – თქვა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რიგგარეშე სესიის დანიშვნის მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელა და პრეზიდენტს მიმართა.