პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. წარსულში ერთმანეთის მხარდამჭერი პოლიტიკოსები ერთმანეთის მწვავე კრიტიკას საჯაროდ აღარ ერიდებიან და თანაგუნდელების მიმართ მძიმე ბრალდებებს აჟღერებენ.
განვითარებული პროცესების ფონზე, რა ბედი ეწევა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ვის მოუწევს პარტიაზე უარის თქმა?
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია შიდაპარტიულ არჩევნებამდე საკუთარ კანდიდატურას მოხსნის და „ნაციონალურ მოძრაობას“ დატოვებს, ამ პროცესის შემდეგ კი ის პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ შეუერთდება.
როგორც პოლიტიკის ანალიტიკოსი გია აბაშიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, თუ ნიკა მელიას უნდა პრაგმატულად მოაზროვნე პოლიტიკოსი გამოჩნდეს, ის "ნაციონალური მოძრაობისგან“ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დისტანცირდეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ ახლა არის ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ამ პროცესში ნიკა მელია უკვე დამარცხებულია. პოლიტტექნოლოგიური ლოგიკით, მან არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღოს. როცა ის პარტიას დატოვებს, ამ პროცესს თან მოჰყვება მისი თანამოაზრეების პარტიიდან გასვლა. ნიკა მელიას პარტიიდან ის პირები გაჰყვებიან, რომლებმაც რამდენჯერმე დაადასტურეს მელიასადმი მხარდაჭერა.
ფაქტია, დავით კეზერაშვილმა, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვა პოლიტიკოსების გადაბირებაც მოახერხა. როგორც ჩანს, ამ პროცესში მისი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესები უფრო აღემატება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ და ფინანსურ ინტერესებს“,- განაცხადა აბაშიძემ.
ვინ გაჰყვება ნიკა მელიას „ნაციონალური მოძრაობიდან“ ?
ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელიას პარტიიდან გასვლის შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყოფა: რომან გოცირიძე, ეკა ხერხეულიძე, ხატია დეკანოიძე და კობა ნაყოფია. რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია მორიგ ჯერზე დაიშლება.
ხოლო რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ თავმჯდომარეს, ამ თანამდებობას პარტიის წევრების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი დაიკავებს.