„საჭიროა ყოველგვარ დესტრუქციას, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რასაც კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობა" ჩადიოდა და აგრძელებს, მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ირაკლი ქადაგიშვილი

"ყველა მოვლენა გვიჩვენებს, რომ საჭიროა ყოველგვარ დესტრუქციას, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რასაც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ჩადიოდა და აგრძელებს, მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება," - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"საგაზაფხულო სესიის დასაწყისშივე შეიქმნება საგამოძიებო კომისია. ჩვენ ყველა მოვლენა გვიჩვენებს, რომ საჭიროა ყოველგვარ დესტრუქციას, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, რასაც "კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" ჩადიოდა და აგრძელებს, მიეცეს შესაბამისი პოლიტიკური შეფასება და შესაბამისი მასალების არსებობის შემდეგ უნდა მოხდეს შესაბამისი სამართლებრივი გაგრძელება ამ საკითხისა," - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ქართული ოცნების" ინიციატივა პირველ ეტაპზე კანონმდებლების მიერ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების დოკუმენტის მომზადებას ითვალისწინებს. რის შემდეგაც დასკვნა გენერალურ პროკურატურაში გაიგზავნება. ცნობილია, ასევე, რომ გამოძიება არ შეეხებათ სამხედრო მოსამსახურეებს.