მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
"გირჩის" წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი "დღის კურიერის" ეთერში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის გზავნილებს გამოეხმაურა, სადაც ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების" გამარჯვებიდან 12 წლის გასვლასთან დაკავშირებით წერილს ავრცელებს. გზავნილში ნათქვამია, რომ 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას.
რაქვიაშვილის შეფასებით, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე ხმა ვიღაცის წინააღმდეგ კი არ უნდა მისცეს, არამედ რაღაცის სასარგებლოდ.
"12 წელი, მე მგონი, იყო კარგი გაკვეთილი ქართული საზოგადოებისთვის, რომ უბრალოდ სხვის მიმართ სიძულვილით არ უნდა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. პრინციპში, ყველა ჩვენი ცვლილება ხელისუფლების, იყო ვიღაცის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. გამსახურდიას წინააღმდეგ, შევარდნაძის წინააღმდეგ, მიშას წინააღმდეგ. ახლაც, ფაქტობრივად ორი მთავარი დაპირისპირებული ძალა - "ნაცმოძრაობა" და "ქართული ოცნება" ამას გვეუბნება, რომ ან ბიძინას წინააღმდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან მიშას წინააღმდეგ. არადა 12 წელში სამყარო წინ წავიდა, მარსზე ფრენას აპირებს მასკი და სულ სხვა სამყაროა, თუმცა ჩვენ რომ გადავხედოთ, ერთი რაიმე ეკონომიკური რეფორმა ჩაეტარებინა "ქართულ ოცნებას", ვერაფერს ვერ დაასახელებ. არაფერი არ გაკეთებული რაიმე მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ისევ იგივე წერტილზე ვართ, არჩევანს ვაკეთებთ ვინ უფრო მეტად არ მოგვწონს - მიშა თუ ბიძინა.
ბოლო წლები მართლაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მთავრობის დამსახურება, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგია და ყველამ ეს კარგად იცის. ზოგადად, ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც 2013 წელს თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ბოლო წლებს ინდექსების უკან მალავდაო. ეს მართლაც ასეა. ინდექსები არ ასახავს იმ მარტივ გარემოებას, რომ 12 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ ჩატარებულა. სინამდვილეში არაფერი არ გაუკეთებია კარგი მთავრობას. თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, მივხვდებით, რომ ეს სხვა პრობლემაა. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის დროს შეიძლება უამრავი სხვა გადაწყვეტილება იყო და ისე გაამწარა ხალხი, რომ ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში და დღემდე ამ სიძულვილზე დგას "ქართული ოცნების" ძალაუფლება, მაგრამ ბენდუქიძე რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ხომ სხვა რეალობაში ვიქნებოდით. იქ ხომ ბევრი მართლა მნიშვნელოვანი რეფორმა ჩატარდა. ამიტომ, რომელიღაც ხელისუფლებას, თუნდაც შევარდნაძეს, ან ზვიად გამსახურდიას რაღაც გამართლება ჰქონდეს ყოველთვის, რატომ მოხდა ასე ან ისე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, 12 წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა მთავრობის მხრიდან კარგი, მაგრამ ბევრი ცუდი რამ გაკეთდა. მეგობრებიც კი დავკარგეთ დასავლეთში. იმედია ამ არჩევნებზე ქართველი ხალხი აირჩევს არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ რაღაცის სასარგებლოდ," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.