„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
"საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. [არჩევნების] გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება," - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი შეფასებითვე, არიან ცალკეული ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას ავლენენ.
"ჩვენ არ ველოდებოდით სრულიად ევროპარლამენტის პოზიტიურ გადაწყვეტილებას. გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდეც ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის მიღებული რეზოლუცია, სადაც მთელი კასკადი იყო უსამართლობის. აბსოლუტური იგნორი არის გაკეთებული ამ დებატების, გარკვეული ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ საქართველო თითქოს სუვერენული ქვეყანა არ არის, მაგრამ, საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც გამოვიდნენ ობიექტურად. [არჩევნების] გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის და ვერც იქნება, და ამბობენ, რომ რა თქმა უნდა ჩატარდა ნორმალურად," - აცხადებს "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გურამ მაჭარაშვილი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დისკუსია გაიმართა. ევროპელმა კანონმდებლებმა საპარლამენტო არჩევნების შედეგებსა და მასში რუსეთის სავარაუდო ჩარევის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებული ვითარებაც. საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის პლენარულ სესიაზე უყრიან.
არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჩარევა, დარღვევები, გამოძიების მნიშვნელობა და ორი კანონის უკან გაწვევა - ეს იყო ძირითადად კრიტიკული განცხადებების შინაარსი, თუმცა იყო პოზიტიური შეფასებებიც, მათ შორის, ითქვა, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და ის, რომ პატივი უნდა სცენ უმრავლესობის ნებას.