ჯარიმა 100 ლარი და მინუს 10 ქულა - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებს
1783703465
„საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაჰპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ევროსაბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება მართლაც ისტორიული იყო - საბჭომ აღიარა სამივე ქვეყნის ევროპული პერსპექტივა, ანუ ევროკავშირი დაჰპირდა სამივე ქვეყანას, რომ ისინი გახდებიან ევროკავშირის წევრები, თუმცა ამისთვის სამივე ქვეყანას რეფორმების და ევროკავშირთან ინსტიტუციური დაახლოების ხანგრძლივი პროცესის გავლა მოუწევს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.