პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმის მიერ მოხდა რუსეთისთვის 20%-ის ჩაბარება, მისი სისტემის მიერ მოხდა, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, მაგრამ რატო მფარველობენ, - იმიტომ, რომ არიან ერთი პარტიის წევრები, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
ამასთან, კობახიძე ამბობს იმასაც, რომ მოცემულობა ერთია, ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის რეჟიმს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი.
"მოლდოვას სანქციები არ დაუწესებია, მე-5 პრეზიდენტი ჰყავს პატიმრობაში. თუ ზოგადად პრეზიდენტის პატიმრობა არის მიუღებელი მოვლენა, მიუხედავად იმისა, ამ პრეზიდენტს რა დანაშაულები აქვს ჩადენილი, აწამებდა ადამიანებს- მერე რა, რომ აწამებდა მე-3 პრეზიდენტია.
გვყავს ჩვენ მე-3 პრეზიდენტი, რომელიც არის ბრალდებული დეპუტატის წამებაში, მკვლელებისთვის ხელის დაფარებაში, ანგარებით შეწყალებაში. ეს არის მოცემულობა და ისე რა დანაშაულები აქვს ჩადენილი ძალიან კარგად ვიცით ჩვენც და კუბილიუსებმაც.
ეს არის 20%-ის ჩაბარება რუსეთისთვის და ეს არის მისი სისტემის მიერ, წამება, გაუპატიურება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ იცის ნებისმიერმა ოდიოზურმა ევროპარლამენტარმა, მაგრამ რატო მფარველობენ - იმიტომ, რომ არიან ერთი პარტიის წევრები," - აცხადებს ირაკლი კობახიძე.