პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საუბრობს და აცხადებს, რომ სააკაშვილში მისი მხარდამჭერები ლიდერს ხედავენ და სწორედ ამის გამო უნდათ მისი გათავისუფლება ციხიდან.
"რატომ უნდათ სააკაშვილის გათავისუფლება ისევ მის პატრონებს იცით?- ხედავენ რომ ასე შანსი არ აქვთ არც კეზერაშვილს, არც მერაბიშვილს და არც ხაბეიშვილს. თუ გამოვა სააკაშვილი ციხიდან, ფიქრობენ, რომ მას აქვს ლიდერობის რესურსი. დანარჩენებს რომ ეს რესურსი არ აქვთ ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
ხომ იურისტი ვარ და ვერ წარმომიდგენია სტრასბურგმა რა უნდა თქვას მათ სასარგებლოდ? ეს პრეცედენტი, როგორც კი იქნება დაშვებული, რომ ადამიანი თვითდაზიანებას ეწეოდა, ჯერ შიმშილობდა 2 თვე, მერე შიმშილობა გადათქვა, მაგრამ იგივე რეჟიმში აგრძელებდა ყოფნას. ამის გაკეთება ნებისმიერ პატიმარს შეუძლია. როგორც კი პრეცედენტი იქნება დაშვებული, რომ წონის კლების გამო ადამიანი გამოვიდეს ციხიდან მართლმსაჯულების მთელი სისტემა ევროპაში უნდა ჩამოიქცეს. სტრასბურგმა, რომ გამოიტანოს ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, გამოდის, რომ მთელი ევროპის სასჯელაღსრულების სისტემები უნდა ჩამოაქციოს არც მეტი და არც ნაკლები,"- აცხადებს კობახიძე.