„სააკაშვილმა საქართველოს დემოკრატია მოუტანა - ახლა კი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას“ - ლიეტუველი ევროპარლამენტარი

პაულიუს საუდარგას

სააკაშვილმა საქართველოს დემოკრატია მოუტანა, ქვეყანა დემოკრატიასთან დააახლოვა, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, პაულიუს საუდარგასმა.

ახლა კი ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას. ეს რუსეთის პრობლემაა. არ დავივიწყოთ, რა მოხდა 2008 წელს. რუსეთის პროპაგანდა, რუსეთის გავლენა, რუსეთი ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში. დღეს საქართველო უკან დგამს ნაბიჯს. და ნაწილობრივ ეს კრემლის გავლენას უკავშირდება. უნდა დავეხმაროთ საქართველოში ხალხს“, - აღნიშნა მან.