სააკაშვილი: საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც - ვამაყობ ჩვენი ხალხით!

მიხეილ სააკაშვილი

საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად, ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც - ვამაყობ ჩვენი ხალხით!,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ბრალდებული და მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი.

„მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონებისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო ვარდების რევოლუციის დროსაც. ეს არის ჩვენი გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკისადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგი. ვამაყობ ჩვენი ხალხით! დიდება საქართველოს!“,- წერს სააკაშვილი.