სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის დღევანდელი აგენტურული ოპოზიციის სახე და პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები - დავით მათიკაშვილი სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილის მხარდაჭერაზე

დავით მათიკაშვილი

ფსევდო ლიბერალური, გარედან დაფინანასებული და საქართველოს ნომერ პირველი აგენტის მიერ გაჟღერებული ფრაზები, ლაიტმოტივი, რომელიც პირდაპირ ძალადობის წამახალისებელია, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ ონისე ოქრიაშვილისთვის გამოხატულ მხარდაჭერას.

მათიკაშვილის შეფასებით, გარე დავალების შესაბამისად, სააკაშვილის მიერ წახალისებული ძალადობა და ნეო-ნაცისტური მიდგომები, ზუსტად ასახავს დღევანდელი ოპოზიციის სახეს და ფსევდო ლიბერალების იდეოლოგოურ აიბნელეს.

“ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან მორალურ ღირებულებებს, ეკლესიას, საპატრიარქოს - ყველაფერ იმას, რაც წარმოადგენს ქართულის შემადგენელ ნაწილს. ამ შემთხვევაში, სწორედ აგენტი სააკაშვილის მიერ გაჟღერებული ეს ფსევდო ლიბერალური და სინამდვილეში ნეო-ნაცისტური მიმართულება, პირდაპირ ასახავს იმ იდეოლოგიურ სიბნელეს, რაშიც იმყოფებიან ფსევდო ლიბერალები სააკაშვილის ხელმძღვანელობით. სააკაშვილი, როგორც ნომერ პირველი აგენტი, გარედან მიღებული დავალებების შემსრულებელი და მის მიერ წახალისებული ძალადობა - ეს არის სახე დღევანდელი რადიკალიზმისა და აგენტურული ოპოზიციისა საქართველოში.” - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.