დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი არის ყველაზე მასშტაბური დამნაშავე, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი საქართველოს წინააღმდეგ, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.
მისი თქმით, სწორედ ამ მოცემულობის გამო, ბუნებრივია, რომ სააკაშვილი ისევ ძალადობისკენ მოუწოდებს ყველას.
„რა თქმა უნდა ის ისევ ძალადობისკენ გააკეთებს მოწოდებებს და ეს ბუნებრივი არის. მაგრამ, მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ოპოზიცია მთლიანად მარგინალიზებული და გაბანკროტებულია და მათ არანაირი რესურსი არ აქვთ არეულობის მოწყობის. ამ მოწოდებებით და სურვილებით, კიდევ და კიდევ იგებს ჩვენი საზოგადოება რა მიზნები აქვთ ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და აგენტურულ ოპოზიციას ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამ მიზნებს ახდება არ უწერია“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა:
„უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა“.