რუსთაველის გამზირზე სიმშვიდეა. გზის სავალ ნაწილზე მანქანებისთვის გადაადგილება ახლა თავისუფალია

ჰმ

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში სიმშვიდეა, იქ სადაც მე 6 დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს, გზის სავალ ნაწილზე მანქანებისთვის გადაადგილება ახლა თავისუფალია.

მერიის დასუფთავების სამსახურმა ტერიტორია მომიტინგეების მიერ აგებული ბარიკადებისგან უკვე გაწმინდა.

ორი საათის წინ დასრულდა აქცია მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში. აქციის ბოლო წერტილი დელისის მეტრო იყო, სადაც დილის 06:00 საათისთვის დაიშალნენ.

აქცია მსვლელობა დედაქალაქის ქუჩებში რუსთაველის გამზირზე სპეც რაზმის მიერ მომიტინგეების დაშლის შემდეგ მოეწყო. თავდაპირველად შეიკრიბნენ კოსტავას ქუჩაზე, დაახლოებით დილის 04:00 საათისთვის მომიტინგეთა ერთი ნაწილი მერიისკენ მარცხენა სანაპიროს გავლით გაემართა, სადაც მათ აქციის მონაწილეთა მეორე ნაწილი შეუერთდა.

ცოტა ხნით გადაკეტეს გმირთა მოედანი, მსვლელობა იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზეც. პერიოდულად ისმოდა შეძახილები, საყვირების ხმები.