„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რუსთაველის გამზირს სპეცტექნიკა ტოვებს. გამზირი ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმაც დატოვეს და ისინი გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან. რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დაშლა დაიწყო. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლიც.
აქციის დაშლის პროცესში, დააკავეს რამდენიმე პირი.
დემონსტრანტებმა აქციაზე პიროტექნიკა რამდენჯერმე გამოიყენეს, რის შედეგადაც, ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი უკვე მე-9 დღეა, რაც გრძელდება. აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენებს.