რა მოხდა თურქეთში და სად არის გურამ დადიანიძის მამა? - რას ჰყვება გურიკას დედა
1786997599
"რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში",- ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "ამერიკის ხმას" განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა არის საქართველოს როლი, რუსეთ-უკრაინის კრიზისის დროს, კელი დეგნანი ამბობს, რომ საუკეთესო პასუხი ერთიანი მიდგომის შემუშავება და ძლიერი დემოკრატიაა.