გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
„სააშკარაოზე გამოვიდა ის, რაც ხდებოდა მათ შორის დახურულ კარს მიღმა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოში საომარი მოქმედებების დაწყებას ნიშნავს.
„რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის თავში არა მხოლოდ ეკონომიკური შედეგის წარმომშობია, არამედ აქვს უდიდესი პოლიტიკური რისკი, რომ ჩვენს ქვეყანაში დაიწყოს ცხელი საომარი ვითარება. ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც მოუწოდებ, რომ შენ არ იცი და მე უკეთ ვიცი შენ რა გინდა და რა არის შენი ინტერესები“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.