რუსეთი თუ ევროპა, ამაზე ქართველები არ კამათობენ - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია

კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, ქართველები კამათობენ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, თუმც ისინი არ კამათობენ მთავარ საკითხზე - რუსეთი სურთ თუ ევროპა.

„შეიძლება პოლიტიკურ პარტიებზე იკამათო, რომელი გინდა და რომელი არა, შეიძლება იკამათო რომელი პარლამენტი მოგწონს, რომელი არა, მაგრამ იკამათო იმაზე, რუსეთი თუ ევროპა - არ კამათობენ ამაზე ქართველები და ამას აჩვენებენ, მათ შორის, საჯარო მოხელეები“, - განაცხადა ელენე ხოშტარია „TV პირველთან“.