რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი პასუხი უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, კარგად გამიზნული, რათა არ მოვახდინოთ გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი პასუხი უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, კარგად გამიზნული, რათა არ მოვახდინოთ გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა,

„რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული უახლესი მოვლენებით მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების 2028 წლამდე გადადების შესახებ. ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი პასუხი უნდა იყოს კარგად განსაზღვრული, კარგად გამიზნული, რათა არ მოვახდინოთ გავლენა საქართველოს მოსახლეობაზე.

ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, ამან არ იმოქმედოს მოსახლეობაზე, რომელიც მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამაზე დღეს“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.