ზელენსკიმ სტარმერთან უსაფრთხოების გარანტიები განიხილა

კირ სტარმერი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მან ბრიტანეთის პრემიერთან, კირ სტარმერთან უკრაინისთვის უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებზე დეტალურად ისაუბრა.

უსაფრთხოების გარანტიები არის დაპირებები და მექანიზმები, რომლებსაც კიევი დაეყრდნობა, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის მორიგი შეჭრა იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყანა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევს.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების მიზანია „მშვიდობა მართლაც ხანგრძლივი გახდეს, თუკი შეერთებული შტატები წარმატებით დაარწმუნებს რუსეთს, შეაჩეროს მკვლელობები და ჩაერთოს ნამდვილ, არსებით დიპლომატიაში“.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ლიდერებმა უკრაინული დრონების წარმოებაში ინვესტიციებზეც ისაუბრეს.