გურამ დადიანიძის ბებიის პირველი კომენტარი - „მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით“
1793000400
ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოსთან გვაკავშირებს ხანგრძლივი პარტნიორობა და მეგობრობა, რომელიც ისტორიულ და კულტურულ კავშირებს ეფუძნება, საქართველო და ბულგარეთი მნიშვნელოვანი ქვეყნებია შავი ზღვის რეგიონში ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცებისა და ყველა სახის ურთიერთკავშირის განვითარების თვალსაზრისით, იქნება ეს ტრანსპორტი, ენერგეტიკა თუ ციფრული კავშირები, – ამის შესახებ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია განხილვა, როგორ გახდეს ბულგარეთისა და საქართველოს კავშირი უფრო ეფექტიანი.
„ჩვენ უკვე გვაქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რომლებიც შავ ზღვას კვეთს და საქართველოს ბულგარეთთან აკავშირებს. რაც შეეხება შუა დერეფანს, მომავალ წელს ბულგარეთი ჩვენს რეგიონში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კონფერენციას უმასპინძლებს. ეს იქნება მაღალი დონის კონფერენცია შუა დერეფნის შესახებ, რომელიც ცენტრალურ აზიასა და აზიას ევროპასთან აკავშირებს. ბულგარეთი და საქართველო ამ პროექტში გადამწყვეტ როლს შეასრულებენ. ამიტომ, მოხარული ვიქნები, თუ ქართველ წარმომადგენლებს ვიხილავ და ერთად ვიმსჯელებთ, როგორ გავხდეთ უფრო ეფექტიანები, როგორ გავზარდოთ ჩვენი საქმიანობის შედეგიანობა და როგორ უზრუნველვყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება, რათა გარანტირებული იყოს ნაოსნობის თავისუფლება. ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და ბოლოს, შეგვიძლია ვიკამათოთ იმაზე, თუ რომელი ღვინოა უკეთესი“, – განაცხადა რადევმა.