რუბიო შემეცოდა, ისე საუბრობს, რომ ტრამპს არ აწყენინოს - დავით დარჩიაშვილი

david darchiashvili

"გულახდილად: ვუსმინე ტრამპს, ვუსმინე რუბიოს. (მასკზე აღარაფერს ვამბობ - კაცი 400 მლრდ-ს აკონტროლებს და ჰიტლერის მისალმებებით ერთობა, რომელიც, ჰოლივუდის ფილმების გავლენით, რომალურ - იმპერიული ჰქონია, თითქოს დიდი შეღავათი იყოს)," - ამის შესახებ დავით დარჩიაშვილი facebook-ზე წერს.

"ტრამპი ისევ თავის ამპლუაშია: მისი მეტყველება მდარე ხარისხისაა. ამბობენ, ერთს ამბობს, მეორეს აკეთებსო. ნუ, ვნახოთ. სიტყვის და საქმის ასეთი დაცილება (თუკი ის არსებობს), მე დიდ იმედს არ მისახავს. რუბიო შემეცოდა: ისე საუბრობს, რომ ტრამპს არ აწყენინოს. ლაპარაკობს იმას, რისიც, წესით, არ უნდა სჯეროდეს. სამწუხაროა, რომ ამერიკის მმართველობა ჯოკერისა და მისი ამალის ხელშია. ასევე სამწუხაროა, რომ ამ კლოუნადას ქართული პოლიტიკური სპექტრი (ქოცების ჩათვლით) მოწიწებით უყურებს. მოკლედ, მსოფლიოს მემარჯვენე პოპულიზმის ვირუსი სჭირს. ვიმედოვნოთ, რომ ამას მალე დაესმება წერტილი, რადგან ასეთი დილეტანტურ-ოლიგარქიული კორდებალეტი ვერც პუტინის ღირსეული მეტოქე იქნება და ვერც სი ძინ პინის," - წერს დარჩიაშვილი.