საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ცაგერში გამართული წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა

ცაგერი

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით ცაგერში გამართული წინასაახალწლო ზეიმი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

საღამოს დასკვნით კონცერტში ლეჩხუმელების წინაშე პოპულარული შემსრულებლები წარდგნენ: თიკა ჯამბურია, მირზა მოდებაძე, ირინა ბაირამაშვილი, სოფო პაპუაშვილი, ნათია დევდარიანი, თათია დევდარიანი, ზუკა ხუციშვილი და ბენდი.

მთელი დღის განმავლობაში ცაგერში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზე იყო გათვლილი. მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საზეიმო ვითარებაში აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.