ცნობილია რა მიზეზით გაითიშა შუქი! - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს
1784964863
მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ექსპრეზიდენტი ონისე ოქრიაშვილს საჯარო მხარდაჭერას უცხადებს, ოპოზიციაში ეხმაურებიან.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ როცა საუბარია იუმორზე, საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ადამიანების გემოვნება და შეხედულებები არის განსხვავებული.
"როცა საუბარია იუმორზე, საუბარია მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ადამიანების გემოვნება და შეხედულებები არის განსხვავებული. უბრალოდ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს განსხვავებული შეფასებები და ვიღაცას ეს მოსწონდეს ან არ მოსწონდეს. ეს ერთობლიობაში ხომ არის კომერციული საქმიანობა, ანუ ადამიანი თუ ლაპარაკობს ისეთს, რომ მას ჰყავს ბევრი მოწინააღმდეგე და ის არ მოსწონთ, ეს არ უნდა აისახოს მის საქმიანობაზე," - აცხადებს ვასო ურუშაძე.