როცა ადამიანს თავისი ემოციები და დამოკიდებულება აქვს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მგონია სწორი იყოს - ირაკლი ფავლენიშვილი ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე

ირაკლი ფავლენიშვილი

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის ფეისბუქპოსტი მუქარის ნიშნებს შეიცავს. საპირისპიროს ამტკიცებენ ოპოზიციაში.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბუტიკაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის პოსტში მუქარას ვერ ხედავს.

"არ ვხედავ მუქარას, მუქარას ვხედავ ერთადერთში, რასაც გველაპარაკება კობახიძე, პაპუაშვილი და ა.შ. ადამიანები, ვინც ძალადობენ ხალხზე", - გიორგი ბუტიკაშვილმა.

"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ადამიანების ფეისბუქპოსტებზე კომენტარის გაკეთება სწორად არ მიაჩნია.

"ადამიანების პოლიტიკური სტატუსები იქნება, თუ ა.შ. განხილვა არ მიმაჩნია სწორად. გვაქვს პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც ვახმოვანებთ-ხოლმე. თუ არის პოლიტიკური საკითხები ამაზე, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ კომენტარს, მაგრამ, როცა ადამიანს თავისი ემოციები და დამოკიდებულება აქვს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მგონია სწორი იყოს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვერავინ დაიმალება და არავის სიჩუმე დაავიწყდება.