რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

 ცხადია, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით, - განაცხადა გადაცემაში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

მისივე თქმით, სცენარი, რომელსაც გარედან ახლა საქართველოს წინააღმდეგ ამუშავენ ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენეს.

“ელემენტარულად უკრაინის შემთხვევაშიც ფაქტობრივად სერიალი დაუდგეს და შემდეგ ის რეალობაში გადაიტანეს. ძალიან დიდი და მძლავრი ინსტიტუციები მუშაობენ იმისთვის, რომ ქვეყანაში სხვადასხვა გავლენიანმა ძალებმა საკუთარი დასაყრდენი მოიპოვონ. ჩვენს შემთხვევაშიც სამწუხაროდ, 2003 წელს ვარდების რევოლუციის სახით მივიღებ ამ სცენარის გარკვეული ამუშავება, მაგრამ განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან ჩვენი ხალხი ძალიან მალე მოეგო გონს, ჩვენი ეროვნული რესურსი ამის წინააღმდეგ ამოქმედდა, ცხადია რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით. ახლაც ფაქტია, რომ მათი პატრონები ამუშავებენ იგივე სცენარებს, ერთადერთი რასაც თავადაც ხვდებიან, ადგილობრივი დონეზე ძალიან მწირი აქვთ რესურსი, რომ რაიმე შეცვალონ ქართველ ამომრჩეველში, მაგრამ რაღაც დოზით ასულდგმულებენ რადიკალებს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.