იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
როგორც კი მაშხალების დასაწყობებული მარაგები ამოიღეს აქცია გახდა მშვიდობიანი და პოლიციასაც არავინ დაუშლია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ თუ მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ აქცია კვლავ ძალადობრივი ხასიათის რჩებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა პოლიცია სპეციალური საშუალებებით დემონსტრაციის დაშლას.
„საკითხს უნდა შევხედოთ თანმიმდევრულად. ქართული კანონმდებლობით დაცულია აზრის მშვიდობიანი გამოხატვა. დაცულია მშვიდობიანი დემონსტრაცია, მანიფესტაცია და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი დღეა, რომ მაშინ, როდესაც აქცია არ სცდება მშვიდობიან ფორმებს, არანაირი რეაქცია პოლიციის მხრიდან არ არის. პირიქით, პოლიცია იქ იმისთვისაა, რომ დაიცვას თავად აქციის მონაწილეები, მათ შორის საკუთარი რიგებიდან წამოსული ძალადობისგან. ვნახეთ ჩვენ, რომ ის მაშხალები აქციის მონაწილეებსაც და ზოგიერთ ჟურნალისტსაც მოხვდა.
როდესაც აქცია იძენს ძალადობრივ ფორმებს, ისმის კითხვა, ვისი პასუხისმგებლობაა ეს? არის თუ არა ეს ამ დემონსტრაციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა, რომ შეწყვიტონ ძალადობა?! ეს ხომ ძალადობაა, რასაც ყველა აშუქებდით, როდესაც ქვებს, მოლოტოვის კოქტეილებს და პიროტექნიკას ესვრიან ადამიანებს, პოლიციელებს. ჯერ იყო ძალადობა, მრავალჯერადი, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა, შემდეგ რამდენჯერმე იყო გაფრთხილება პოლიციის მხრიდან, რომ შეწყვეტილიყო ძალადობა, როგორც საჯარო განცხადებით, ასევე ადგილზე. ამის შემდეგ თუ არ წყდებოდა ძალადობა, ხდებოდა სპეციალური საშუალებების ლოკალურად გამოყენება, მათ შორის, წყლის ჭავლის და როდესაც უკვე იმ დონეზე მიდიოდა ძალადობა, რომ ლოკალურად ჩახშობაც ვეღარ ხდებოდა, პოლიცია მოუწოდებდა აქტივისტებს, შეეწყვიტათ აქცია, დაშლილიყვნენ, ვინაიდან მთლიანად აქცია უკვე ძალადობრივი ხასიათის იყო, რადგან არ იშლებოდნენ. ამის შემდეგ პოლიცია სპეციალური საშუალების გამოყენებით წყვეტდა დემონსტრაციას. ეს არის ევროპული სტანდარტი ყველა ქვეყანაში. ბოლო ორი დღეა ძალადობა არ ყოფილა და პოლიციას არავინ დაუშლია. როგორც კი ის მარაგები ამოიღეს დასაწყობებული, იმ წამსვე აქცია იქცა მშვიდობიანად“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.