ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
როგორ შეიძლება ნდობაზე ისაუბრო, როდესაც მეორე ქვეყნის მოქალაქეს შენს ქვეყანაში არ უშვებ უვიზოდ?! ვიზების გაცემის სტატისტიკით, საქართველო უკან იყო, ვიდრე რუსეთი. ხშირ შემთხვევაში, აშშ-ი უფრო ხშირად ეუბნებოდა უარს ვიზაზე საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე - რუსეთის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
„სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყანასთან ნიშნავს იმას, როდესაც ნდობაა და როგორ შეიძლება ნდობაზე ისაუბრო, როდესაც მეორე ქვეყნის მოქალაქეს შენს ქვეყანაში არ უშვებ უვიზოდ?! ვიზების გაცემის სტატისტიკით, საქართველო უკან იყო, ვიდრე რუსეთი. ხშირ შემთხვევაში, აშშ-ი უფრო ხშირად ეუბნებოდა უარს ვიზაზე საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე - რუსეთის. ეს იმ პირობებში, როდესაც ყირიმიც ოკუპირებული იყო და ა.შ. და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით. ამ სტრატეგიული ურთიერთობების გაფორმებასაც [საქართველოსა და აშშ-ს შორის] თავისი ისტორია აქვს. როგორც ჩანს მაშინ, 2009 წელს, აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ სააკაშვილის რეჟიმისთვის გარკვეული წახალისება და ბონუსი იყო, რომელიც მას მისცეს, მათ შორის იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის რაღაც ეჩვენებინა [სააკაშვილს].
სინამდვილეში სტრატეგიული პარტნიორობა დარჩა ქაღალდზე. სამწუხაროდ, მას [პარტნიორობას] არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა. გვქონდა მუდმივად მცდელობა, როგორც საჯარო, ისე არასაჯარო კომუნიკაციის დროს, რომ ყოფილიყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მზად ვართ შინაარსიანი სტრატეგიული პარტნიორობისთვის და როგორი სტრატეგიული პარტნიორობა შეგვიძლია, თქვას ყველა ჩვენმა მოქმედმა სტრატეგიულმა პარტნიორმა და გაიხსენოს თავად აშშ-ის პოლიტიკოსებმა როგორ ვედექით გვერდში ავღანეთსა, თუ ერაყში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.