წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1755338845
არა თუ მხოლოდ უნგრეთს და სლოვაკეთს მოიხსენიებენ ხოლმე როდესაც არ აწყობთ მათი პოლიტიკა, არამედ გავიხსენოთ ტრამპს რა სიტყვებით მოიხსენიებდნენ და რას უწოდებდნენ. უწოდებდნენ პუტინის მონას და მარიონეტს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა.
„როდესაც შენ ადამიანს უწოდებ პრო რუსს და რუსეთის მონას, მარტივად ცდილობ ამ ადამიანის დისკრედიტაციას. როდესაც მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ, რომ ჯანსაღად შემოვიდნენ შენთან ურთიერთობაში რასაც აკეთებენ არის ის, რომ რუსეთუმეობას სწამებენ და ამით ცდილობენ შენს დისკრედიტაციას. ეს არის მთელია ანატომია ამ პროცესების“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ოპოზიცია თავს ესხმის ყველა ევროპულ ქვეყანას, რომელიც ცდილობს დაიცვას ქართველი ხალხის ინტერესი.