ქეთი ეგიდუნაშვილის მეუღლის სხეულის ენა გაშიფრეს - რა ვიდეოს ავრცელებს ეზოთერიკოსი
1748894124
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული სამიტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით დაურეკა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეარხის ცნობით, ტრამპი ზელენსკის ჯერ პირისპირ ესაუბრებოდა, ხოლო შემდეგ მათ საუბარს ევროპული ქვეყნების ლიდერები შეუერთდნენ.
როგორც BBC იუწყება, ტრამპისა და ზელენსკის გარდა სატელეფონო საუბარში მონაწილეობას იღებდნენ: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი და ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი.
გარდა ამისა, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდნენ ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.