1769284719
"როდესაც პოლიტიკური პროცესები, ამ შემთხვევაში დებატების სახით, ჩიხშია შეყვანილი, მნიშვნელოვანია ამ პროცესის აღდგენა" - ზურაბ რურუა
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომელზე მუშაობაც დაწყებულია - საუბარია სატელევიზიო სივრცეში განახლებულ ფორმატში საჯარო დებატებზე.
საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სწორედ დებატებს შეუძლია პოლარიზაციის დასრულებაში გარდამტეხი როლის შესრულება.
"როდესაც პოლიტიკური პროცესები, ამ შემთხვევაში დებატების სახით, ჩიხშია შეყვანილი, მნიშვნელოვანია ამ პროცესის აღდგენა. რადიკალების მხრიდან, რა თქმა უნდა, ველოდით გამოხმაურებას ასეთს, რასაც ესენი დღეს ქადაგებენ, იმიტომ, რომ მათ რეალურად არცერთ საკითხზე სიღრმისეულად შესვლა არ სურთ და მარტივი ნარატივი აქვთ ყოველთვის, რაღაც ორი სიტყვა იძახონ, ლანძღვასა და ბულინგზე გადავიდნენ," - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.
პოლიტიკური დებატებისთვის შესაბამისი ფორმატი უახლოეს 10 დღეში უნდა ჩამოყალიბდეს. სწორედ ამის შემდეგ დასახელდება პირველი დებატების თარიღიც. ცნობილია, რომ მთავრობის მეთაურის შეთავაზება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის პირისპირ პოლემიკას არ გულისხმობს და ის საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მონაწილეობითაც გაიმართება.










