როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის შენი წარსული, როგორ ძარცვავდი უკრაინას იანუკოვიჩთან ერთად, სხვას რუსეთთან კავშირს არ უნდა აბრალებდე - ლევან ნიკოლეიშვილი პოდოლიაკს

ლევან ნიკოლეიშვილი

ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეთ აქამდე, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან... აი შენ კი ვერ დამალავ შენი ისტორიის რუსულ ფურცელს, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის მისამართით სოციალურ ქსელში.

„მაშინ, როდესაც მთელმა მსოფლიომ იცის შენი წარსული, როგორ ძარცვავდი უკრაინას იანუკოვიჩთან ერთად და როგორც მისი ხელის ბიჭი, დიდი წვლილი გაქვს შეტანილი უკრაინაში რუსული განწყობების გაღვივებაში, სხვას რუსეთთან კავშირს არ უნდა აბრალებდე. მით უმეტეს, რომ ჭორაობ და მეტს არაფერს აკეთებ, ერთი ფაქტი ვერ მოიყვანეთ აქამდე, რა კავშირშია ბიძინა ივანიშვილი რუსეთთან... აი შენ კი ვერ დამალავ შენი ისტორიის რუსულ ფურცელს. სამწუხაროა, რომ ახლა ამდენი უარგუმენტო ჭორაობის უფლება გაქვს, მაგრამ აუცილებლად, ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პასუხს აგებ ყველა სიბინძურის გამო“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.