„ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს მთავარი არხი“ - გიორგი გაბუნიას საგანგებო ბრიფინგი
1733938642
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გადასატანი ყუთის საშუალებით ხმის მიცემის პროცესში დაშვებული დარღვევები წარმოადგინა.
როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შესაბამის ფურცელზე ხელს არ აწერინებდნენ,
„აღმოჩნდა შემთხვევები, როდესაც გადასატან ყუთთან „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ მათ წილისყრით მოუწიათ მოქალაქეებთან მისვლა, იმ მოქალაქეებთან, რომელსაც გადასატანი ყუთის მეშვეობით უნდა მიეცა ხმა და როდესაც მათ აიღეს ეჭვი, განწყობაზე შეატყვეს, რომ ისინი მათ პარტიებს არ უჭერდნენ მხარს და ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, უბრალოდ გამოატოვებინეს, ხელი არ მოაწერინეს, ისარგებლეს იმით, რომ იმის შესახებ, რომ ხელმოწერაც უნდა ყოფილიყო შესაბამის ფურცელზე ინფორმაცია არ ჰქონდათ მოქალაქეებს და ასეთი გადასატანი ყუთის მონაცემები ანგარიშში ვერ შევიდა, გაუქმდა.
მაგალითად, ზესტაფონის საარჩევნო ოლქის ქვედა საქარის N38 საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის წაღება ამომრჩეველთან წილისყრის საფუძველზე წილად ხვდა „ნაცმოძრაობას“ და „ლელოს“ - ხელმოწერები არ იყო გადასატანი ყუთი როდესაც დაბრუნდა უბანზე, იმიტომ, რომ მათ იეჭვეს, რომ ძირითადად გადასატან ყუთში ვინც ათავსებდა თავის არჩევანს გაფერადებულს, ისინი იყვნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები. ასე მოჰპარეს სოფელ ქვედა საქარის ამომრჩევლებს ხმები. აქაც ხელი შეუშალეს შეგნებულად იმით, რომ არ მოაწერინეს ხელი, იცოდნენ, რომ ამ შემთხვევაში გაბათილდებოდა მონაცემები. ეს არის მეორე სქემა, რომელსაც კადრულობდნენ „ნაცმოძრაობის“ კლასტერის წარმომადგენლები, იმ შემთხვევაში თუ წილისყრის საფუძველზე ისინი მოხვდებოდნენ გადასატან ყუთთან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე დაასახელა შემთხვევებიო, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამომრჩეველი სახლში დაეტოვებინა.
„ჩვენ გვაქვს სხვა ინფორმაციებიც, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ზუგდიდში, თელავში და რამდენიმე საარჩევნო ოლქში, როგორ ცდილობდნენ, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაეტოვებინათ ამომრჩევლები სახლში, რასაც ჩვენ გვაბრალებდნენ ანუ. მაგრამ სანამ არ გვექნება კონკრეტული მტკიცებულება და იდენტიფიცირებული მონაცემები ამაზე არ ვისაუბრებ ამის იქით რასაც მე ვამბობ.
ისინი ხომ ყველაფერზე საუბრობენ და გამოძიებასთან არ თანამშრომლობენ, ამის იქით მე არაფერს ვიტყვი, სანამ კონკრეტული ფაქტები არ გვექნება. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ იმ ორ სქემაზე, როგორ დასდევდნენ თითოეულ ხმას, როგორ მოჰპარეს კონკრეტულ ადამიანებს, „ქართული ოცნების“ მომხრეებს თავისი არჩევანი და როგორ დაგვაკლეს ხმები. 81 იდენტიფიცირებული შემთხვევაა. ზოგ შემთხვევაში მათ ვერ მოახერხეს, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა შეძლო, რომ წასულიყო საარჩევნო უბანზე და მიეცა ხმა, აქ უკვე მცდელობაა ხმის მოპარვის. ზოგ შემთხვევებში, იმ შემთხვევებში, რომელიც მე დღეს წარმოგიდგინეთ ვერ შეძლო“, - განაცხადა მამუკა მდინარაძე,
მან აღნიშნული საქმეების გამოძიების მოწოდებით საქართველოს პროკურატურას მიმართა.
„მივმართავ საქართველოს პროკურატურას, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს საქმე. ჩვენ მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რაზეც ახლა მე ვისაუბრე და სალომე ზურაბიშვილის ერთი ცნობილიო გამონათქვამისა არ იყოს, „სადაც არ უნდა გათხაროო“ თუ რაღაცას, რომ ამბობდა.
მართლა მათ გამოთხარეს ისეთ რაღაცები რასაც არ ელოდნენ, ამ დაბრალებებით, ისინი ჰაერში ისვრიან სიტყვებს და აბრალებენ სხვას იმას, რის მცდელობებიც და ზოგ შემთხვევაში სამწუხაროდ, განხორციელებული, დამთავრებული დანაშაულიც სახეზე გვაქვს.
ამიტომ საქართველოს პროკურატურას ვთხოვთ ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს კონკრეტული მოქმედება თუ ის სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს და შემდეგ საბოლოო ჯამში დანაშაულის ნიშნებს შეიცავს ჩვენი წარმოდგენით.
მე არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთან, რადგან კონკრეტულ შემთხვევებში საქმე გვქონდა, ერთი მხრივ, უკვე დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც ხმები მოჰპარეს, ხელი შეუშალეს ადამიანებს საარჩევნო ნების გამოვლენაში, მეორე შემთხვევაში, ასეთი მცდელობაც ,ასევე, დამთავრებულ დანაშაულთან, როდესაც მცდელობა ჩაიდინეს ასეთი ხელშეშლის. დანარჩენ მტკიცებულებებს როდესაც მოვიძიებთ დამატებით წარმოგიდგენთ და არ ვილაპარაკებთ ჰაერზე არც ერთ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.