როდესაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი ფაქტი არ გაქვს, მერე მიმართავ ჭორაობას და ეს ჭორიკანა ოპოზიცია რა თქმა უნდა არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას - იონათამიშვილი

ionatamishvili rati

სინამდვილეში ერთი არგუმენტიც არ დაუდია ოპოზიციას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მათი მთელი ეს პროპაგანდა არის ჭორაობა, სიცრუე და თავის მართლება როგორც ჩანს საკუთარ ამომრჩეველთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა.

„სიმართლეს რომ საუბრობდნენ მათთვისაც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ამის არც უნარი გააჩნიათ, არც რესურსი და როგორც ჩანს დავალება და ბრძანება რაც აქვთ მიღებული, ისიც ტყუილისკენ და სიცრუისკენ არის ორიენტირებული.

ჩვენ გვესმოდა არაერთი ობიექტური დამკვირვებლის, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება, რომ საქართველოში არჩევნები იყო ბევრად უფრო მაღალ დონეზე ორგანიზებული, ვიდრე ევროპის ცალკეულ ქვეყნებში და ესეც არის ამის საუკეთესო მაგალითი. შესაბამისად, როდესაც არანაირი ფაქტი არ გაქვს, მერე მიმართავ ჭორაობას და ეს ჭორიკანა ოპოზიცია რა თქმა უნდა არ იმსახურებს ჩვენი საზოგადოების ნდობას“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.