მოსკოვის აეროპორტები დროებით დახურული იყო
1735226221
როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ აფასებს ოპოზიციის განცხადებებს, რომ საქართველოს ხელისუფლება იზოლაციაშია და ასე იქნება არჩევნების შემდეგ, როცა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ამბობს, რომ დეზინფორმაციაა, თითქოს ის არ ხვდება ხელისუფლების წარმომადგენლებს და პირიქით, მუდმივი კომუნიკაცია აქვს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა საკითხზე.
„ეს ასეა, ყოველთვის გვაქვს [ელჩთან] კომუნიკაცია. როგორც ელჩმა დანიგანმა განაცხადა, რომ გვაქვს კომუნიკაცია, ელჩმა ჰერჩინსკიმაც თქვა, რომ ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენს [„ქართული ოცნების“] ხელისუფლებასთან არ ჰქონდეს კომუნიკაცია. ეს ორი [განცხადება] ხომ ერთმანეთთან შეუსაბამოა?! ქალბატონი დანიგანი ნამდვილად პოზიტიურად არის განწყობილი, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის სტაბილიზაცია მოხდეს, მაგრამ არსებობს ძალიან სამწუხარო მონაცემებიც, როგორიც მაგალითად საელჩოს ქარდები იყო, რაც არასწორ ინფორმაციას შეიცავდა და ერთი სიმართლე არ ეწერა. როდესაც არჩევნები დამთავრდება საქართველოში, არჩევნები დამთავრდება მათ შორის შეერთებულ შტატებში და ჩვენი ქვეყნის გარშემო საომარი მოქმედებებიც დასრულდება, შეიცვლება ინტერესები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან დაუბრუნდება იმ სტაბილურ და თანასწორ ურთიერთობას, რაც არსებობდა. შესაბამისად, გვაქვს მცირე დრო, რომ გავძლოთ, ვიდგეთ მყარად, მიუხედავად იმისა, რა შანტაჟი, თუ ჩარევა იქნება მათ შორის საერთაშორისო აქტორებისგან და როგორ აუწყობენ მხარს მათ ჩვენი შიდა მტრები „ნაციონალური მოძრაობის“ სახით“, - აღნიშნა გორდულაძემ.