რობერტ ფიცოს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არსებობს „დიფ სთეითი“, რომელსაც მცდელობები აქვს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ინტერესები მაღალ ნიშნულზე დგას, მოახდინოს გადატრიალება - მარიამ ლაშხი

მარიამ ლაშხი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ლაშხი გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებას, რომ ის არ დაუშვებს ქვეყნის განადგურებას. ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთის ტერიტორიაზე ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება, რომელიც აქტიურობდა საქართველოსა და უკრაინაში მაიდანის მოვლენების დროს.

„ფიცოს ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ არსებობს „დიფ სთეითი“, რომელსაც მცდელობები აქვს, სხვადასხვა განვითარებად ქვეყანაში, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც ეროვნული ინტერესები მაღალ ნიშნულზე დგას, მოახდინოს გადატრიალება. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს და კონკრეტულ ფაქტებს რევოლუციური სცენარების მცდელობებისა, რაც ჩვენთან არ გამოუვიდათ. ცდილობენ, რომ ეს სხვა ქვეყანაში გააკეთონ, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პირველივე საათებში გადადგმული ნაბიჯები და ის დაპირება, რომ ტრამპის პირველი ამოცანა იქნება „დიფ სთეითის“ დამარცხება, მსგავსი ტიპის რევოლუციურ სცენარებს გააქარწყლებს”, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.