1692302192
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ხელმძღვანელმა რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს ლიბერალური სავიზო რეჟიმის შეჩერებას ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. გადაწყვეტილება ძალაში მომდევნო დღეებში შევა. სლოვაკეთი და უნგრეთი წინააღმდეგი იყვნენ“, - დაწერა იოზვიაკმა.
and more white smoke: 🇪🇺 foreign ministers adopted the visa lib suspension for 🇬🇪 diplomatic passports. enters into force in coming days. 🇸🇰🇭🇺 against
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) January 27, 2025