რევაზ ლომინაძე: საოცარი წარმატება გვქონდა 2025 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ქართული რეზოლუცია, რომელსაც ეწოდება თანამშრომლობა საქართველოსთან, პირველად ისტორიაში გავიდა კონსენსუსით

რევაზ ლომინაძე

საოცარი წარმატება გვქონდა 2025 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ქართული რეზოლუცია, რომელსაც ეწოდება თანამშრომლობა საქართველოსთან, პირველად ისტორიაში გავიდა კონსენსუსით, - ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი რევაზ ლომინაძე.

„ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია დღეს დაბალანსებული დიპლომატიის როლი. მთავარი აქცენტი ყოველთვის იყო და დღეს განსაკუთრებით არის ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. საოცარი წარმატება გვქონდა 2025 წელს ადამიანის უფლებათა საბჭოში. ქართული რეზოლუცია, რომელსაც ეწოდება თანამშრომლობა საქართველოსთან, პირველად ისტორიაში გავიდა კონსენსუსით. კიდევ ერთხელ იყო ეს იმის შედეგი, რომ საქართველოს მიმართ ყურადღება არის ძალიან მაღალი და გვქონდა აბსოლუტურად დაბალანსებული პოლიტიკაც და დიპლომატიური ურთიერთობებიც“, - აღნიშნა ელჩმა.