Responsible Statecraft: მთავრობაც და ოპოზიციაც დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა, თუმცა დასავლელი ლიდერები მნიშვნელობას დღევანდელ ოპოზიციას ანიჭებდნენ და ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისთვის

Responsible Statecraft: მთავრობაც და ოპოზიციაც დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა, თუმცა დასავლელი ლიდერები მნიშვნელობას დღევანდელ ოპოზიციას ანიჭებდნენ და ცდილობდნენ ბოლო მოეღოთ პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობისთვის

ანალიტიკური გამოცემა Responsible Statcraft-ი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და სტატიას აქვეყნებს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში მოვლენები საოცრად ვითარდება. გასულ ხუთშაბათს ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო "არ დააყენებს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლამდე" და აგრეთვე უარს ამბობს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარებაზე.

ევროკავშირის გაფართოებამ აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში სამი ათწლეულის მანძილზე, წევრობის დაპირებებმა და ინტეგრაციის პროცესის არათანმიმდევრულობამ ააჯანყა საზოგადოებები, დაამხო მთავრობები, დამარხა იმედები. იგივე ითქმის საქართველოს შესახებაც, წერს გამოცემა.

კობახიძის განცხადება ქრონიკული კრიზისის უკანასკნელი მაპროვოცირებელი გახდა, რაც Quincy Institute-ს ცოტა ხნის წინ ჰქონდა აღწერილი. კრიზისის მიზეზი საქართველოს შიდაპოლიტიკური მოწყობის გეოპოლიტიზაციაშია. Responsible Statecraft-ის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაც და ოპოზიციაც დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა, დასავლელი ლიდერები მნიშვნელობას დღევანდელ ოპოზიციას ანიჭებდნენ და ცდილობდნენ შეეზღუდათ ან სულაც ბოლო მოეღოთ პარტია "ქართული ოცნების" მმართველობისთვის.

საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გაუცხოება გაღრმავდა რუსეთის მიერ უკრაინაში 2022 წელს შეჭრის შემდეგ, როცა საქართველო დიდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. მას სანქციებთან მიერთებას და უკრაინისთვის საკუთარი მძიმე შეიარაღების უმეტესი ნაწილის გადაცემას სთხოვდნენ.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ საკუთარი პატარა ქვეყნის უსაფრთხოების გაუარესების შიშით და ეკონომიკური გადარჩენის მოტივით ამის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს საკუთარი ფინანსური შემოსავლების გასაჯაროებას ავალდებულებს. ამ ნაბიჯებმა პროევროპელი ქართველების მასშტაბური პროტესტი 2023 და 2024 წლებში გამოიწვია. უკანასკნელმა პროტესტებმა მას შემდეგ იფეთქა, რაც "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, რომელიც ოპოზიციის განცხადებით (მტკიცებულების გარეშე) გაყალბებული იყო, პროტესტები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

კობახიძის განცხადებამ რამდენიმე საათში ათასობით ადამიანი თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოიყვა. ისინი უფრო გაბრაზებულები ჩანდნენ, ვიდრე ადრე. ამას პოლიციის მხრიდან უფრო მკაცრი ზომების მიღება მოჰყვა. საქართველოში მოღვაწე უფლებადაცვითმა ორგანიზაციებმა დაგმეს არამხოლოდ პოლიციის ძალადობა ცალკეულ ადამიანებზე, არამედ მთელი პროტესტის დაშლის მცდელობა.

Responsible Statecraft-ი აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ამ თვეში ვადა ეწურება, განაცხადა, რომ თანამდებობაზე დარჩენას აპირებს და მის გარშემო ოპოზიციის შეკრებას გეგმავს, რათა მთავრობა, რომელსაც ის არალეგიტიმურად თვლის, ხელისუფლებას ჩამოაცილოს. რამდენიმე ქართველი ელჩი გადადგა, ხოლო სამთავრობო უწყებების ასეულობით თანამშრომელმა საპროტესტო წერილს მოაწერა ხელი. ყოფილმა მინისტრმა ჯარს საკუთარი ხალხის დაცვისკენ მოუწოდა.

როგორც გამოცემა ამტკიცებს, საქართველოში ქრონიკული კრიზისი უკანასკნელი გაელვება წინა აქციებზე მეტად სეისმურია.