„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
რბოლა ჯერ არ დასრულებულა და ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი უახლოესი რბოლა ისტორიაში, თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ფილადელფიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
კამალ ჰარისმა მოუწოდა ამომრჩევლებს, მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო პროცესში და თქვა, რომ პენსილვანიამ შესაძლოა, „გადაწყვიტოს არჩევნების შედეგი.“
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა გაიმეორა კამპანიის რამდენიმე დაპირება, როგორიცაა საცხოვრებელი ხარჯების, ასევე განსახლების, ბავშვთა მოვლის, ხანდაზმულთა სახლების მოვლის ხარჯების შემცირება და გადასახადების შემცირება დასაქმებულებისთვის და მცირე ბიზნესისთვის. კამალა ჰარისმა ასევე პირობა დადო, რომ მიიღებს კანონპროექტს რეპროდუქციული თავისუფლებების აღსადგენად.
„ეს კამპანია 107 დღის წინ დავიწყეთ. ეს თავიდანვე არ იყო რაღაცის წინააღმდეგ ბრძოლა, რაღაცისთვის ბრძოლა იყო. ბრძოლა მომავლისთვის თავისუფლებით, შესაძლებლობებით და ღირსებით ყველა ამერიკელისთვის”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.