რაც უფრო რეალური გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის ფორმატში, მით უფრო გაწიწმატდებიან ე.წ NGO და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

რაც უფრო რეალური გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის ფორმატში, მით უფრო გაწიწმატდებიან ე.წ NGO და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით ოპოზიციური ძალები და მათი დამკვეთები პირდაპირ წინააღმდეგნი არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის.

„რაც უფრო რეალური გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობის ფორმატში, მით უფრო გაწიწმატდებიან ე.წ NGO და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები. რატომ? იმიტომ, რომ მათი პატრონების ინტერესში, უცხოურ ძალას ვგულისხმობ, არ შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანად. გავიხსენოთ მათი და მათი დამკვეთების განცხადებები, რომ თითქოს რუსეთი შესუსტდა და ახლა, თითქოს, შევვარდეთ და შევიჭრათ აფხაზეთში. ამიტომ არიან ისინი პირდაპირი გაგებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინააღმდეგი“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.