„რაც გუშინ ნაცმოძრაობამ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, იმიტომ რომ 13 წელია თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას რედაქტორი

"ის, რაც გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, იმიტომ რომ 13 წელია "ნაციონალური მოძრაობა" თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი", - ასე ეხმაურება პარტია "ფედერალისტების" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში ახალი არის ის, რომ ცდილობს მოჯადოებული წრის გარღვევას და შეთანხმებების მიღწევას.

"აქამდე პოლიტიკური სპექტრი დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ცდილობდა შეთანხმების მიღწევას ის, სადაც ვერ თანხმდება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში ახალი არის ის, რომ ის ცდილობს ამ მოჯადოებული წრის გარღვევას და შეთანხმებების მიღწევას და ძალისხმევის გაერთიანებას იქ, სადაც ეს გამოდის. ის, რაც გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, იმიტომ რომ 13 წელია "ნაციონალური მოძრაობა" თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებული. არაადეკვატური მოლოდინები გააჩინა "ნაციონალური მოძრაობის" უსაქციელობამ და მათი პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა. ეს პროცესი თუ არ მოგწონს და ამ პროცესს თავს ესხმი, ამ პროცესში როგორ უნდა იყო? ამიტომ, მე მათ ადგილს აქ ვერ ვხედავ," - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.