პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"რაც არ უნდა „ფეიკით" და იდეოლოგიით კვებო მოსახლეობა, ხალხი ხედავს, რომ ამ ქვეყანაში მიუხედავად ყველაფრისა, მზე მაინც ამოდის" - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.
„პოლიტიკური ოპოზიციის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სისტემური ხედვა, პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ. რაღაც მოვლენის დაჭერა უნდათ, რადგან სისტემურად რომ ავიღოთ საქართველო და მისი პოლიტიკა გაცილებით წინ არის თავის ამომრჩევლიანად, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი. ნახეთ, მათი აქცენტები რაზე კეთდება, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მოვლენისგან შექმნან ისეთი მუხტი, რომელმაც უნდა ააფეთქოს და ამოატრიალოს ხელისუფლება. ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატის ცვლილების გამოყენება დაიწყეს ამისთვის და აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება ნახევარ საათიანი თუ ერთ საათიანი "ფეიკებით" რევოლუციის მოწყობა.
ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ვერ მიხვდა, რომ ქვეყანა სისტემურად სხვაგან არის, სხვა კონსტიტუციაში ვცხოვრობთ, სხვა ინსტიტუციური მდგრადობა მოიპოვა ამ ქვეყანამ და პოლიტიკური კულტურა, მათ შორის, საზოგადოებაში სულ სხვანაირია, გაიზარდა და ადვილად აღარ სჯერა ადამიანებს იმ პროპაგანდის, რა პროპაგანდითაც უნდათ რევოლუციის მოწყობა. მათი პოლიტიკა ვერ პოვებს აღქმას მოსახლეობაში, ვერც საარჩევნო თვალსაზრისით და ვერც ე.წ რევოლუციური სცენარების მოწყობის თვალსაზრისით", - განაცხადა ქადაგიშვილმა.