რატი იონათამიშვილი სურსათის ფასებზე: პრემიერის ინიციატივა უკვე განხორციელების ეტაპზეა. შედეგი რაც იქნება, მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიკეთე შეეხება თითოეულ მოქალაქესა და თითოეულ ოჯახს

რატი იონათამიშვილი

პრემიერის ინიციატივა უკვე განხორციელების ეტაპზეა. ამ მხრივ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი არის კომისიის შექმნა, რომელიც პროაქტიულ რეჟიმში იმუშავებს და იდენტიფიცირებას მოახდენს ყველა მნიშვნელოვანი დეტალისა და საკითხის, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.

მისი თქმით, სურსათზე ფასების კლების სიკეთეს იგრძნობს თითოეული მოქალაქე.

„შედეგი რაც იქნება, ეს არის მნიშვნელოვანი იქიდან გამომდინარე, რომ მისი სიკეთე შეეხება ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და თითოეულ ოჯახს. მნიშვნელოვანი არის სახელმწიფომ იზრუნოს იმაზე, რომ ფასწარმოქმნები იყოს განსაზღვრული, ადეკვატური და მისაწვდომი, როგორც ჩვენი საზოგადოებისათვის, ასევე, მოგების იმ საერთაშორისო სტანდარტში ჯდებოდეს, რაც ამ მიმართულებით არსებობს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.