მამაკაცი, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1745224246
რადიკალური ოპოზიცია მიიღებს, თუ არ მიიღებს მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში შედეგი იქნება ერთი და იგი იქნება გარდამტეხი ქართული პოლიტიკიდან სწორედ რადიკალური ოპოზიციის გაქრობის პროცესში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია რა ბრძანებასაც მიიღებს გარედან, იმის შესაბამისად იმოქმედებს.
„ფაქტი ერთია, როგორი ბრძანებებით არ უნდა მოვიდნენ, აქ მათ არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ რაიმე სახის კაპიტალი ჰქონდეთ. სრულიად გაბანკროტებული, განადგურებულია რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. ეს გამოიწვია სწორედ იმან, რომ ადამიანები წინააღმდეგობაში მოდიოდნენ არა სახელმწიფოს, ამ ქვეყნის ინტერესებისგან, არამედ იმ მცირერიცხოვანი ამომრჩევლის ინტერესებისგანაც კი, ვინც მათ არჩევნებში მხარს უჭერდა. მათაც კი ემალებიან. უკვე მათთან პირისპირ დარჩენის შიში და ფობია გააჩნიათ. შესაბამისად, როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო და მშიშარაა რადიკალური ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ის არჩევნებშიც და ყოველთვის, ყველგან ხელმოცარული იქნება. სწორედ ამ დეგრადაციას ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალს, მაგრამ ძალიან კარგი - რაც უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ქართულ პოლიტიკაში აგენტურული ოპოზიცია, მით უფრო უკეთესი იქნება ქართული პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის“, - განაცხადა იონათამიშვილმა.