„ძალიან ასაიდუმლოებ?“ - რა ხდება ბაბი კირკიტაძის პირადში
1745778041
ეს არის ამერიკული კანონი და ამერიკაში ამ კანონმა დღესავით უზრუნველყო გამჭვირვალობა და ეს ნიშნავს, რომ მან დემოკრატია დაიცვა ფარული და ჩრდილოვანი ქმედებებისგან, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოში ამერიკული „ფარას“ ანალოგის კანონის ამოქმედების საჭიროება ნამდვილად არის.
„ვხედავთ, რომ საქართველოში ეს საკითხები დღესაც აქტუალური არის ვინაიდან ის დისკუსია, რომელიც ამერიკაში მიმდინარეობს, როდესაც ჩვენ ვიგებთ, რომ USAID აფინანსებდა ისეთ თანხებს, რომელიც ძირს უთხრიდა სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიას, რა თქმა უნდა ამის საჭიროება დღეს არის. ეს არის საერთო ინტერესი რაც გაგვაჩნია ჩვენ, რაც გააჩნია შეერთებულ შტატებს რაც ხელს შეუწყობს საბოლოო ჯამში გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებას“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, მომდევნო ორი თვის განმავლობაში პარლამენტში არაერთი კანონპროექტი დაინიცირდება, რომელიც როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ ქვეყნის გარედან დაფინანსებულ დესტაბილიზაციის მცდელობებს ეფექტიანად აღკვეთს. ერთ-ერთია გამჭვირვალობის შესახებ რეგულაციები. დაანონსდა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის - „ფარას“ ზუსტი ასლის მიღება.