რატი იონათამიშვილი პეტერ ფიშერის განცხადებაზე: თუ ამით მისი მხრიდან ხდება აღიარება, რომ სინამდვილეში არღვევდა ვენის კონვენციას და მომავალში ამას აღარ გააკეთებს, კი ბატონო - დაველოდოთ

რატი იონათამიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ მას ვენეციის კონვენცია არ დაურღვევია. რატი იონათამიშვილის შეფასებით, ეს განცხადება ელჩის მხრიდან აღიარებითი ჩვენებაა.

„მისი მხრიდან ეს უფრო აღიარებითი ჩვენებაა, ვინაიდან სინამდვილეში ვენის კონვენციის დარღვევის არაერთი ფაქტი გვაქვს, როდესაც ის უხეშად არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არამედ სასამართლოზეც ცდილობდა ზეგავლენის მოხდენას. გვახსოვს, ისეთი პლაკატების წინ იდგა, სადაც პირდაპირ მოწოდება იყო ძალადობისა და სიძულვილისა. ვის გულისხმობს იმაში, „მომიწოდეს ამ განცხადების გაკეთებაო“ ამაზე თვითონ დააზუსტოს. ერთი ფატი ისა, რომ თუ ამით მისი მხრიდან ხდება აღიარება, რომ სინამდვილეში არღვევდა ვენის კონვენციას და მომავალში ამას აღარ გააკეთებს, კი ბატონო - დაველოდოთ. თუ გააგრძელებს მსგავს საქმიანობას, ეს პირველ რიგში მისივე რეპუტაციისთვის იქნება კარგი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გერმანიის ელჩი ირწმუნება, რომ ვენის კონვენცია არ დაურღვევია, თუმცა ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. პეტერ ფიშერი ამბობს, რომ არ ჩარეულა საქართველოს შიდა საქმეებში. განმარტების გაკეთება კი, არა გერმანიის ხელისუფლებამ, არამედ საქართველოში სთხოვეს, თუმცა, ვინ, არ აკონკრეტებს.